მეწარმეობის განვითარების სააგენტოში მართვის საერთაშორისო სისტემა დაინერგა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 27.10.2015
ნანახია: 1702

დღეიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეუერთდა ევროპის იმ წარმატებულ კომპანიათა ჩამონათვალს, რომლებიც გამოირჩევიან მართვის ეფექტური სისტემით და მინიჭებული აქვთ EFQM-ის (ევროპის ორგანიზაცია ხარისხიანი მენეჯმენტისთვის) ხარისხი. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში EFQM-ის მოდელის დანერგვის უპირატესობებით, კერძოდ ეფექტურად აწყობილი პროცესების მართვის სისტემითა და ხარისხის აღიარებით გაძლიერებული რეპუტაციით, სარგებლობს 100-ზე მეტი ორგანიზაცია, როგორც კერძო ისე სახელმწიფო სექტორიდან, მათ შორის Robert Bosch, BMW, VW, Xerox, Ricoh, Grundfos, Philips, EDF.

სწორედ საკუთარი საქმიანობის მართვის პრინციპებისა და მეთოდოლოგიების გაუმჯობესებისა და საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტის მოპოვების მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ერთ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა EFQM სტანდარტების დანერგვა ორგანიზაციული მართვის საკითხებში. პროექტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებითა და მხარდაჭერით. მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა მოახდინა სააგენტოს თანამშრომლების გადამზადება EFQM-ის ხარისხის მინიჭებისათვის საჭირო სასერთიფიკატო გამოცდისათვის, ამავე დროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ შემუშავდა განვითარების გეგმები.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების დამყარებას და პროექტების მართვას საქართველოს და უცხო ქვეყნების კერძო თუ საჯარო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შესაბამისად ზემოხსენებული პროექტის წარმატებით დასრულება ნიშნავს, რომ სააგენტოს რეპუტაცია გამყარებული იქნება EFQM ხარისხით, რომლითაც სარგებლობა მას დღეიდან შეეძლება.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე