საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 27.10.2015
ნანახია: 1883

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ინდ.მეწარმის მიერ, კუსტარულად მოწყობილ საწარმოში სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით „AVE“-ს ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უკანონოდ დამზადებული კონტრაფაქციული სარეცხი საშუალება, რომლის ლოგოტიპიც მიმსგავსებულია ცნობილი ბრენდის, „AVE“ - ს სასაქონლო ნიშანს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე