საქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას თავდაცვის მინისტრს ანატოლი სალარუს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 26.10.2015
ნანახია: 1802

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას თავდაცვის მინისტრანატოლი სალარუს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ უპირველესად, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ევროინტეგრაცის მიმართულებით თანამშრომლობაზე ისაუბრესშეხვედრისას, გიორგი მარგველაშვილმა და ანატოლი სალარუმ საქართველო - მოლდოვას ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს  და ორ მეგობარ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე