საქართველო და ევროკავშირი ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების 3 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამას იწყებს

საქართველო, თბილისი - 14:09 | 26.10.2015
ნანახია: 1795

29 ოქტომბერს, ევროკავშირი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბორჯომში, 3 მლნ ევროს მოცულობის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ. ENPARD-ის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელია მერსი ქორპსი. მისი პარტნიორი ამ საქმეში იქნება Angus Council, რომელიც ანალოგიურ პროექტს შოტლანდიაში ახორციელებდა და ავსტრიის ფედერალური ინსტიტუტი, რომელიც ავსტრიაში მაღალმთიანი რეგიონებისა და ცენტრს მოწყვეტილი ადგილების განვითარების საქმის ექსპერტია. მედიის წარმომადგენლები შეხვდებიან ბოჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დიმიტრი ყიფიანს, რომელიც აღნიშული პროექტის მიმართ საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრებს.

ბორჯომის პრეზენტაცია არის გაგრძელება იმ ღონისძიებისა, რომელიც სექტემბერში სტეფანწმინდაში შედგა და მიზნად ისახავდა მედიისთვის იმ სამი საპილოტე პროექტის გაცნობით, რომელიც განხორციელდება ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. პროექტი ევროკავშირის მიერ 3 მილიონი ევროს ოდენობითაა დაფინანსებული ევროპის სამეზობლოს პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) ფარგლებში.

სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში, ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში შეიქმნება ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები (LAG), რომლებიც შედგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, კერძო სექტორისა და თემის წარმომადგენლებისგან. სწორედ ეს ჯგუფები იქნებიან პასუხისმგებელი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაზე.

რეგიონებში პროექტების განმახორციელებლები არიან ქეა-ავსტრია (ლაგოდეხი), ადამიანი გაჭირვებაში-ჩეხეთის რესპუბლიკა (ყაზბეგი) და მერსი ქორპსი-შოტლანდია (ბორჯომი).

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე