საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 14 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:59 | 26.10.2015
ნანახია: 1719

საქართველოს აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობა 14 %-ით შემცირდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ       10,654.254 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 13.59%-ით ნაკლებია. მიმიდინარე მაჩვენებელი 12%-ით ნაკლებია ასევე 2013 წლის 9 თვის მაჩვენებელთან შედარებით. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში აეროპორტებით გატარებული ტვირთების მოცულობამ 12,330.245 ტონა, ხოლო 2013 წლის 9 თვეში დაფიქსირებული ტვირთების მოცულობამ 12,064.795 ტონა შეადგინა.

სამოქალაქო ავიოაციის სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საანგაროშო პერიოდებში აეროპორტების მიარ გატარებული ტვირთების 100 %-ი მთლიანად თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე მოდის.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე