თავისუფალი ტურისტული ზონების შესახებ კანონში ცვლილებები ინვესტორისთვის მოტივაციას შექმნის

საქართველო, თბილისი - 13:17 | 26.10.2015
ნანახია: 1930

„თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით, შეღავათები (მათ შორის მოგების გადასახადისგან და დღგ-სგან გათავისუფლება), რომელიც დაწესებული იყო სახელმწიფოს კუთვნილ ობიექტებზე, ასევე გავრცელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტევნ, საქართველოს მთავრობის მიზანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტორებს საქმიანობის განხორციელებაში, შექმნას მათთვის უფრო ეფექტური და მოქნილი მექნიზმები და აღმოიფხვრას კანონში არსებული ხარვეზები, რომლებიც ზედმეტ ბარიერებს უქმნის ტურისტული ბიზნესით დაინტერესებულ ინვესტორებს.

თუ როგორია ვითარება ქობულეთის ტურისტულ ზონაში და რა მოლოდინები აქვს აჭარის მთავრობას, დეტალებზე აჭარის ფიანანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე საუბრობს:

- რას ითვალისწინებს ტურისტული ზონების შესახებკანონში შესატანი ცვლილებები, რა სიახლეები იგეგმება ინვესტორებისთვის?

- „ტურისტულ ზონების შესახებ“ კანონში გარკვეული ცვლილებები იგეგმებოდა, რაც კანონში არსებული ხარვეზებით იყო განპირობებული. ერთ-ერთ მაგალითად, ვადის გაგრძელებათან დაკავშირებული ხარვეზი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც მხოლოდ 3 თვით ვადის გაგრძელებას ითვალისწინებდა. რეალურად ეს ქმნიდა საშიშროებას ინვესტორისათვის, რომ სიფრთხილით ეკიდებოდნენ ამ მიმართულებით ინვესტირებას. ის სერვისები, რაც შეიძლება კომპანიამ გააკეთოს, რაც მანამდე არ იყო კანონში გაწერილი და სხვა რიგი ცვლილებები ხელს შეუწყობს ინვესტორის დაინტერესებას.

კანონის ახალი რედაქცია ხელს შეუწყობს იმ რისკების დაზღვევას, რა რისკებსაც ინვესტორები ხედავდნენ მანამდე. ახალი ცვლილებები კი გახდება დამატებითი მოტივაცია ინვესტორებისთვის, რათა ტურისტულ ზონებში განახორციელონ ინვესტიციები.

- ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, კანონპროექტით იცვლება მშენებლობის ვადები, ანუ ინვესტორთვის ვალდებულებად აღარ იქნება სასტუმროს 18 თვეში აშენება და მას ამისათვის გონივრული ვადა მიეცემა. იყო თუ არა შემჭიდროებული ვადები მიზეზი იმისა, რომ აჭარაში ტურისტუმა ზონამ აქამდე ფაქტობრივად არ გაამართლა და პროექტი ჩავარდნილად მიიჩნევა.

- სწორე ასეა, არსებულ კანონში განსაზღვრული იყო გარკვეული ვადა, რაც ინვესტორების მხრიდან იწვევდა რისკს. ვინაიდან არსებობს ფორსმაჟორები და ამ ფორსმაჟორიდან გამომდინარე, ინვესტორისთვის ვადის გახანგრძლივება მაქსიმუმ 3 თვით იყო შესაძლებელი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულების ვადა იყო მხოლოდ 21 თვე, მაგრამ ცვლილებით, როცა ეს რეგულაცია მოიხსნება, ეს იქნება ერთგვარი რისკფაქტორების დაზღვევა ინვესტორევბისთვის.

ეს შემჭიდროებული ვადები არის ფაქტი და ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში ერთი სასტუმროა გახსნილი და გვაქვს 2 მიმდინარე მშენებლობა, რომლებსაც სწორედ ამ ვადების გამო შეექმნათ პრობლემები. აღნიშნულიდან გამომდინარე კი ეს პროექტები შეჩერდა.

- როგორც ქეთი ბოჭორიშვილმა რამდენიმე თვის უკან განაცხადა, კანონპროექტში გაჩნდება სასტუმროს განმარტება, რადგანაც დღევანდელი სასტუმროს ტერმინის განმარტება მოიზარებს მხოლოდ ერთი სასტუმრო ნაგებობის მშენებლობას, რაც ზღუდავს კურორტის ტიპის მშენებლობის განვითარებას, რეალურად ამ მუხლის ცვლილება რა გავლენას იქონიებს ზონებში ინვესტიციების განხორციელებაზე?

- აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა გამომდინარე იქედან დაიგეგმა, რომ კანონმდებლობაში არსებობდა ხარვეზები და ამ ხარვეზების გამოსწორება იყო დამატებითი მოტივაცია, რომ შეგვეძლო ინვესტორების დაინტერესება ამ მიმართულებით.

- ინვესტორს სურვილისამებრ შეუძლია სასურველი მწის შერჩევა თუ მისი გადაცემა ინვესტორებთან გარკვეული გეგმის მიხედვით ხდება?

- ეს არის თავისუფალი. არჩევადი პროცესია. გამოყოფილია მიწის ნაკვეთები და ამ ნაკვეთებიდან შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი მიწის ნაკვეთი, რომელიც მათთვის საინტერესო იქნება.

- ქობულეთის ტურისტული ზონის პროექტის პრეზენტაციისას ითქვა, რომ ზონა ძირითადად 3 ვარსკვლავიან სასტუმროებს გაართიანებდა. ამ შემთხვევაში შეიცვალა თუ არა მიდგომები და ზონა უფრო მაღალი კლასის სასტუმროებსაც ხომ არ გააერთიანებს?

- კი აქ იყო რაღაც შეზღუდვა მიწის ნაკვეთებთან და კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში. თუმცა სავსებით შესაძლებელია თუ ინვესტორს უფრო მასშტაბური სასტუმროს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი და სურს ერთი მიწის ნაკლვეთის ნაცვლად 2 მიწის ნაკვეთი აირჩიოს. სწორედ ეს საკანონმდებლო ცვლილება მისცემს მას ამის უფლებას.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე