გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 24.10.2015
ნანახია: 1961

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. ის მოდულის შენობაში დაახლოებით ნახევარ საათში უნდა გამოცხადდეს. 

სავარაუდოდ საქმე უკავშირდება ე.წ. უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც, თითქოს, გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის საუბარი იყო დაბეჭდილი. 

ე.წ. უკრაინული ვიკილიქსი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე