ვენაში ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხი არ განხილულა

საქართველო, თბილისი - 14:56 | 24.10.2015
ნანახია: 1656

გუშინ ვენაში გაიმართა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (ოპეკი) ტექნიკური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ასევე რვა ქვეყანა, რომლებიც არ შედიან ორგანიზაციაში, მათ შორის რუსეთიც. იუწყება სააგენტო Reuters. შეხვედრაზე არ მომხდარა ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხის განხილვა.

"შეხვედრამ, რომლის მიზანიც იყო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემის პრობლემის გადაწყვეტა, არ გამოიწვია მოპოვების შესაძლო შემცირების განხილვა ოპეკის წევრი ქვეყნებისა და ასევე იმ ქვეყნების მიერ,  რომლებიც არ არიან ოპეკის შემადგენლობაში", - იუწყება სააგენტო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე