კოსოველმა დეპუტატებმა პარლამენტში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს

საქართველო, თბილისი - 12:36 | 24.10.2015
ნანახია: 1916

კოსოველმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარალამენტის მუშაობის პარალიზება მოახდინეს. ერთ-ერთმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

სპიკერი იძულებული გახდა სესია შეეწყვიტა.

ამ ფორმით მთავარი ოპოზიციური პარტია აპროტსესტებს ევროკავშირთან მიღრეულ შეთანხმებას, რომელიც კოსოვოში მცხოვრები ეთნიკურ სერბების უფლებლების გაზრდას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ კოსოვოს პარლამენტის წევრი ალბინ კურთი საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში ცრელმსადენი გაზის გაშვებისთვის დააპატიმრეს. ოპოზიციის განცხადებით, ეს შეთანხმება ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობას გაამწვავებს და კოსოვოში სერბეთის გავლენას გააძლიერებს.

კოსოვომ, სადაც ძირითადად ეთნიკური ალბანელები ცხოვრობენ, სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა, თუმცა ოფიცილაური ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე