ახალი სამუშაო ადგილები და გაზრდილი ინვესტიცია მგფ-ის მხარდაჭერის სანაცვლოდ

საქართველო, თბილისი - 12:31 | 24.10.2015
ნანახია: 1701

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, შპს “შუხმან ვაინზ ჯორჯიას”,  ინფრასტრუქტურის მოწყობაში დაეხმარა. მოხდა სასტუმრომდე მისასვლელი ერთკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია, გაიმართა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემები, რის შედეგადაც, კომპანიამ შექმნა დამატებითი 50 სამუშაო ადგილი და გააფართოვა ბიზნესი. დღეს რეაბილიტირებული სასტუმრო და სხვა ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობის წევრებმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.

გახსნის ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში,  აჰმედ აივეიდა ესწრებოდნენ. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის (ppi-ის)  ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 846 200 ლარი შეადგინა.

პროექტის რეალიზაციის შედეგად, გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ გააძლიერა სოფლის მეურნეობა. გაწეული დახმარების სანაცვლოდ,  შპს „შუხმან ვაინზ ჯორჯიამ“ დამატებით 2 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა და დამატებით 50 სამუშაო ადგილი შექმნა.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა, ბურხრად შუხმანმა უმასპინძლა.

შპსშუხმან ვაინზ ჯორჯიამ“ 2014 წელს სახელმწიფოს მიერ გაცემული აგრო სესხით ისარგებლა და წარმოება გააორმაგა. ის დღეს მილიონნახევარ ბოთლ ღვინოს აწარმოებს და 20- ზე მეტ ქვეყანაში ახდენს მის რეალიზაციას. კომპანია 2009 წელს დაფუძნდა და მთლიანად მის მიერ გაწეულმა ინვესტიციამ 6,5 მლნ ევრო შეადგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე