საქართველოს პრეზიდენტი ექსპერტებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 09:52 | 24.10.2015
ნანახია: 1678

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ, ექსპერტებს შეხვდა.

 ექსპერტები პრეზიდენტთან შეხვედრას დროულს და მნიშვნელოვანს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ქვეყნის პირველ პირს ვითარების განმუხტვა და დაძაბულობის დიალოგის ფორმატში გადატანა სურს.

ექსპერტები მიმართავენ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაჯდეს დიალოგის მაგიდასთან.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამსწრე ექსპერტების საერთო განწყობა სიტუაციის დეესკალაციის მოხსნისკენ იყო მიმართული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე