კანონპროექტი: ყოველი წლის ნაერთი ბიუჯეტი შესაძლოას წინა წლის ეკონომიკური ზრდის ნახევრით გაიზარდოს

საქართველო, თბილისი - 17:53 | 23.10.2015
ნანახია: 1636

ყოველი წლის ნაერთი ბიუჯეტი შეიძლება გაიზარდოს არაუმეტეს წინა წლის ეკონომიკური ზრდის ნახევრით, სტაგნაციის შემთხვევაში ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მთლიანი მოცულობა უნდა შემცირდეს არანაკლებ 1 % -ით. აღნიშნულს ითვალისწინებს დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. «ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური კლებისას, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შემცირდეს ეკონომიკური კლების მაჩვენებელზე არანაკლებ 2 ჯერ მეტად. კანონში მსგავსი ჩანაწერი, უზრუნველყოფს ყოველწლიურად, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ნაერთი ბიუჯეტის წილის შემცირებას.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარაშია აღნიშნული, მისი მიზეზია, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის პარამეტრის მკვეთრად შემცირება, ეროვნული ვალუტის საგანგაშოდ გაუფასურება და ამ ფონზე მთავრობის მიერ ხარჯების გაუმარლთლებელი ზრდა, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ფინანურ-ეკონომიკურ სტაბილურობას.

კანონპროექტის მიზანია ასევე ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრმა დააკმაყოფილოს ამავე კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა შემცირდეს სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურებას და ეკონომიკურ ზრდას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე