თბილისს ჯეიმს აპატურაი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 17:21 | 23.10.2015
ნანახია: 1729

საქართველოში ნატოს კვირეული იწყება. ღონისძიება სტარტს ოფიციალურად 25 ოქტომბერს აიღებს.

კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დაარსების 10 წელს ეძღვნება.

სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებთან ერთად გორში დაგეგმილია ახალი რეგიონალური ბიუროს გახსნაც.

კვირეულის ფარგლებში თბილისს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი, ეწვევა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე