„რადიო უცნობი“ წერილობით გააფრთხილეს

საქართველო, თბილისი - 15:56 | 23.10.2015
ნანახია: 1777

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიო უცნობი“ წერილობით გააფრთხილა.

შპს „რადიო უცნობს“ კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების, რეგულირების საფასურის და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების, ასევე სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის წარმოსადგენად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა, ხოლო რეგულირების საფასურის და სალიცენზიო გადასახდელის დავალიანების დასაფარად ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე მიეცა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე