კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ,,აიმუვის-ჯი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველო, თბილისი - 15:55 | 23.10.2015
ნანახია: 2004

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ,,აიმუვის-ჯი“ წერილობით გააფრთხილა. კომისიამ შპს ,,აიმუვის-ჯი“-ს სანქცია რეგულირების საფასურის გაანგარიშების წარმოუდგენლობის  და რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო დააკისრა. ასევე, კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად და ინფორმაციის კომისიაში წარმოსადგენად შპს ,,აიმუვის-ჯი“-ს ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე