კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ინფოტელეკომი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 23.10.2015
ნანახია: 2065

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „ინფოტელეკომი“ წერილობით გააფრთხილა. შპს „ინფოტელეკომს“ კომისიამ რეგულირების საფასურის გაანგარიშების და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების წარმოუდგენლობის  გამო დააკისრა სანქცია. ასევე, კომპანიამ კომისიის წინასწარი თანხმობის გარეშე გაასხვისა წილი და დირექტორის ცვლილების შესახებ ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგინა კომისიას. კომპანიას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად ათი სამუშაო დღის ვადა განესაზღვრა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე