საქართველოს პრეზიდენტმა კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით განაახლა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 23.10.2015
ნანახია: 2293

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში განვითარებული პროცესების შესახებ კონსულტაციები დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებით განაახლა.

პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს", ევრაზიის ფონდის, NIMD-ის, ბიოლის ფონდის, ადენაუერის ფონდის,  NDI-ის, IRI-ის წარმომადგენლები.

ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" დირექტორი ქეთი ხუციშვილი საზოგადოების სხვადასხვა სექტორთან პრეზიდენტთან კონსულტაციები პროცესების ქუჩიდან მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნების წინაპირობას შექმნის. 

ქეთი ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაძაბულობამ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებისა და კონსულტაციების შემდეგ მცირედით იკლო. 

მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციები პრეზიდენტთან შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის მმართველი პარტია, მზად უნდა იყოს ამგვარი კონსულტაციებისათვის,  მედიაპლურალიზმი თავისთავად ღირებულებაა ჩვენი ქვეყნისათვის და ყველა პოლიტიკურ ძალას თავისუფალი ქმედების საშუალება უნდა მიეცეს.დღესვე გაიმართება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე