სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ შპს “ლეგომეტალი” ახალ საწარმოს აამოქმედებს

საქართველო, თბილისი - 15:32 | 23.10.2015
ნანახია: 2226

სამთავრობო პროგრამის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ძალისხმევით   შპს  “ლეგომეტალი” ახალი საწარმოს ამოქმედებას 2016 წლიდან, გარდაბნის რაიონში,  სოფელ მარტყოფში შეძლებს.

შპს „ლეგომეტალი“ 2009 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფერადი ლითონის გადამუშავება-ექსპორტი  და ალუმინის ნახევარფაბრიკატის წარმოება წარმოადგენს, სამომავლოდ კი ახალი საწარმოს განვითარების დღის წესრიგით უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებისა და პრესის დამონტაჟებაა გათვალისწინებული,  რაც, თავის მხრივ,   კომპანიას საშუალებას  მისცემს ალუმინის დეტალები აწარმოოს. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი მაღალტექნოლოგიური, სტაბილურად მოქმედი საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფერად ლითონს ალუმინის ჯართის სახით და გადამუშავების შედეგად,  ზოდის ან  დე-ოქსიდანტის სახით, საბოლოო პროდუქტად ევროპის, იაპონიის და ჩინეთის მასშტაბით  მომხმარებლებს ალუმინს შესთავაზებს.

აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 1,335,286 აშშ დოლარს შეადგენს, არსებული გეგმების თანახმად საწარმოში პირდაპირ დასაქმებულ პირთა რაოდენობა 28 ადამიანს გაუტოლდება, არაპირდაპირ დასაქმებულთა რიცხვი კი 70 პირს მიაღწევს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე