ირაკლი ჩიქოვანი: არჩევნების წინ ხელისუფლებამ მედიაგარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 15:30 | 23.10.2015
ნანახია: 1706

თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მიმართავენ, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეწყვიტოს. მათი თქმით, საქართველოში მწვავე ვითარებაა შექმნილი. ამის შესახებ ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ბოლო დროს მედიაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ რაც ხდება იმედში, მაესტროზე, საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რუსთავი 2-ზე, შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებამ მედიაგარემოს თანმიმდევრული შეზღუდვა დაიწყო მასზე კონტროლის დასამყარებლად/ ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას, ანუ დემოკრატიას ებრძვის. თავისუფალი დემოკრატები ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსთავი 2 მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიაა. მაგრამ რუსთავი 2 ხელისუფლების კონტროლის მიღმაა, დემოკრატიული საზოგადოებისთვის კი აუცილებელია ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალების არსებობა. პროცესები მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდის, რასაც შეიძლება ძალადობრივი ქმედებები მოჰყვეს. მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს 2 პოლიტიკურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

ირაკლი ჩიქოვანმა სასამართლო ხელისუფლებას მიმართა,  რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოპასუხე მხარეს სასამართლოს ყველა ინსტანციის გამოყენების კანონიერი დრო და შესაძლებლობა მისცეს.

ჩიქოვანმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც შეაფასა და მას შემაშფოთებელი უწოდა.

თავისუფალი დემოკრატები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე