ხუხაშვილი: პრეზიდენტმა სწორი განცხადება გააკეთა, პრემიერმა - უცნაური

საქართველო, თბილისი - 15:26 | 23.10.2015
ნანახია: 1771

პრეზიდენტის განცხადება დღეს გია ხუხაშვილმა შეაფასა. ექსპერტი მიიჩნევს რომ მარგველაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით,

„პრეზიდენტმა ერთადერთი სწორი განცხადება გააკეთა. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი კონსტიტუციური მოვალეობა, რომ იქმნება კონსტიტუციური სივრციდან გასვლის რისკი, მან კონსტიტუციურ ფარგლებში ყველაფრის დაბრუნება უზრუნველყოს,"-განაცხადა ხუხაშვილმა. 

გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და უცნაური უწოდა.

"რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებები პრემიერის მხრიდან, როდესაც ის აცხადებდა, რომ ეს ხალხი მარტო ხელისუფლებისგან კი არ მიიღებს პასუხს, აგრეთვე ხალხისგანაც. ფაქტობრივად, მან ხალხის მხრიდან თავისივე თანამოქალაქეების მიმართ ლინჩის წესით ანგარიშსწორება დაანონსა,"-განაცხადა გია ხუხაშვილმა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე