სასაცილო და ორმაგად საინტერესო - მსოფლიო პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:40 | 24.06.2016
ნანახია: 1733

საქართველოს კინოთეატრებში მსოფილიო პრემიერა, რეჟისორ ნიკოლას სტოლერის მორიგი კომედიური ჟანრის ფილმის „მეზობლები 2: ბრძოლა დაიკოების წინააღმდეგ“ გაიმართა.

ფილმის პირველი ნაწილი 2014 წელს გამოვიდა. კომედია საკმაოდ გარყვნილი, თუმცა სასაცილო გამოვიდა, ამიტომაც 2016 წელს, რეჟისორმა შემოგვთავაზა ამ ისტორიის გაგრძელება..

მეორე ნაწილში, ნიკოლას სტოლერმა შეავსო პიველი ნაწილის დანაკლისი – გოგონები, გოგონები და გოგონები და ამჯერად შემოგვთავაზა ბრძოლა სუსტი სქესის წინააღმდეგ.

შემქმნელები გვპირდებიან, რომ ეს ნაწილი ორმაგად აღვირახსნილი, ორმაგად სასაცილო და ორმაგად საინტერესო იქნება.

ფილმის ბიუჯეტი 35 მლნ დოლარია.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე