ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე

საქართველო, თბილისი - 18:44 | 08.05.2024
ნანახია: 2025

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების” ახალ ინიციატივას სოციალურ ქსელ X-ში ეხმიანება.ის აღნიშნულ  გადაწყვეტილებას „ავტორიტარიზმად” აფასებს.

„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას” და მათ, ვინც ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურების საშუალებას იძლევა”, – წერს ლექსმანი.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს”. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე