წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია
საქართველო, თბილისი - 16:32 | 24.04.2024 ნანახია: 5020
ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და ქართველ მომხმარებელს მისი შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია.
„ტაიკანის“ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე აქვს და ერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მას უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, Style Porsche-მ დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. „ტაიკანის“ ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.
ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე „ტაიკანს“ შეეხო – როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი – წინა ან სრული ამძრავით.

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისი“ დირექტორი: „გერმანული ბრენდის გამორჩეული და განახლებული მოდელი, რომელიც სრულად ელექტროა ქართველი მომხმარებლებისთვის „პორშე ცენტრი თბილისში“ უკვე ხელმისაწვდომია. მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება Porsche-ს ელექტრიფიცირებული მოდელების გაყიდვებიც. რაც შეეხება ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, „პორშე ცენტრი თბილისი“ დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„პორშემ“ ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ „ტაიკანით“ 2019 წლის ბოლოს გადადგა. მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული ტაიკანით წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით „ტაიკანი“ ახალ საფეხურზეა აყვანილი - მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია.“
სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის „პორშეს“ ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა ტაიკანის შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო „პორშეს“ პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა „პორშემ“ დღემდე თითქმის 150 000 ტაიკანი გამოუშვა.

„ტაიკანის“ განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan 4S – 3.7 წამში, Taycan Turbo – 2.7 წამში, Taycan Turbo S – 2,4 წამში, Taycan Turbo GT – 2,3 წამში, ხოლო Taycan Turbo GT Weissach Package 2.2 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 1 108 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.
__
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















