ერდოღანის განცხადებით, ირანის პრეზიდენტის დაღუპვის გამო თურქეთში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 21.05.2024
ნანახია: 2720

თურქეთში ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დაღუპვის გამო ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანელი ხალხის ღრმა ტკივილის გასაზიარებლად ქვეყანაში ერთდღიან გლოვას აცხადებს.

„ირანი ჩვენი მეზობელია, ირანელი ხალხი კი ჩვენი ძმები და დები არიან. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ერთ გეოგრაფიულ არეალში და ვმუშაობდთ გვერდიგვერდ. ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით - ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, უსაფრთხოების, ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით.

ჩვენ ყოველთვის დიდად ვაფასებდით ირანის მტკიცე მხარდაჭერას პალესტინისადმი. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო დიალოგს ირანთან ასტანის პროცესის შემდეგ ჩვენს რეგიონში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ შევასრულეთ კანონმდებლობის მოთხოვნები კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ცალმხრივ სანქციებში არმონაწილეობის გამო.

ირანის გარდაცვლილ პრეზიდენტს რაისს ბოლოს ანკარაში 24 იანვარს ვუმასპინძლეთ და ჩვენი თანამშრომლობა წინ წავწიეთ,10 ახალ ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი. თურქეთი დღემდე მთელი გულით უჭერდა მხარს ირანელ ძმებს მათ ყველაზე რთულ პერიოდში და ავლენდა უკომპრომისო პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით ირანის ხელისუფლებას და მოვახდინეთ მთელი ჩვენი რესურსის მობილიზება სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ერდოღანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე