საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
საქართველო, თბილისი - 12:42 | 21.03.2024 ნანახია: 9612საქართველოსა და ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრებების დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სპეციალური ფანზონა მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გულშემატკივარს, რომელმაც მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა ვერ შეძლო, თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეხვედრის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლება.
„დღეს ქართული ფეხბურთისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დღეა. „დინამო არენაზე“ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ლუქსემბურგის ეროვნულ ნაკრებთან. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანი გულდაწყვეტილია იმით, რომ ვერ შეძლო თამაშზე დასასწრები ბილეთის ყიდვა, სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე. ამიტომ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი და ფანზონები მოვაწყოთ. ასევე, ბავშვებისთვის გაიმართება გასართობი ღონისძიებები. ტერიტორიაზე კვების ობიექტები და საქართველოს ნაკრების ფანშოპი განთავსდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს დღევანდელ მატჩში გამარჯვება უსურვა.
„მინდა, ჩვენს ბიჭებს წარმატებები და გამარჯვება ვუსურვო. ყველა ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული შეხვედრა. მინდვრის ყველა მონაკვეთზე, ყოველ სანტიმეტრზე, ყოველ მეტრზე მიღწეულ გამარჯვებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა. კარგად მესმის, რომ ეს თითოეულ ფეხბურთელს გათვითცნობიერებული აქვს. ამ შემართებით, სულისკვეთებითა და პატრიოტიზმით, დღეს საქართველოს ნაკრებმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ეს არამხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და მომავალს სჭირდება. სამწუხაროდ, ჩემი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, არ მომეცა საშუალება, რომ ჩვენს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა დღევანდელ ნაკრებს აქვს შესაძლებლობა, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩს დღეს, ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე გაიმართება, ხოლო პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ სპეციალურ ფანზონაში მისვლა გულშემატკივარს 19:00 საათიდან შეეძლება.
პოლიტიკა
- მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი
- მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ - სალომე ზურაბიშვილი
- გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ბომბარდირობისთვის ჯილდო მიიღო
- ოპოზიციას წარმოუდგენლად დაბალი რეიტინგი აქვს, მათი სისუსტე შეიძლება აისახოს პროვოკაციებში - მამუკა მდინარაძე
მსოფლიო
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
- ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვენესუელაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში ტექნოლოგიური კონფერენცია ProdAct Conference 2024 გაიმართა
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი საშემოდგომოდ უსაფრთხო გადაადგილებისათვის
- Toyota 10 - სპეციალური შეთავაზება „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
- თუ ავტომობილი გიყვარს, მის მოვლასაც ხელოვნებად აღიქვამ - "თეგეტა მოტორსის" საზაფხულო კამპანია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა