იენს სტოლტენბერგი რუსეთს ასადის ოპოზიციის ძალების დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 08.10.2015
ნანახია: 2040

ჩრდილოატლანტუიკური ალიანსი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსეთმა იერიშები გააქტიურა და ავიაციის გარდა, სამხედრო მოქმედებებში გემებიც ჩართო. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში სახმელეთო კონტიგენტიც გაგზავნა.

ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმაც გააკეთა, რომელმაც სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა.

"სირიაში ჩვენ ვნახეთ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გააქტიურება, რაც შემაშფოთებელია. დღეს შევაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და სირთულეებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ალიანსის უსაფრთხოებას, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ახლახან რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. რუსეთმა სირიაში საგრძნობლად გაზარდა სამხედრო კონტიგენტი, ხორციელდება ავიაიერიშები, გამოიყენეს ფრთოსანი რაკეტებიც. ეს ყველაფერი გვაშფოთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსები ძირითადად ოპოზიციის ძალებს ბომბავენ და არა ისლამურ სახელმწიფოს. მოვუწოდებ რუსეთს შეასრულოს კონსტრუქციული როლი და ნუ უჭერს მხარს ასადის რეჟიმს" - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე