დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტს გაგზავნის

საქართველო, თბილისი - 10:38 | 08.10.2015
ნანახია: 1903

დიდი ბრიტანეთი ბალტიის ქვეყნებში თავის სამხედროებს გაგზავნის, რათა აშშ-სა და გერმანიის ქვედანაყოფებთან ერთად ეს ქვეყნები შესაძლო რუსული აგრესიისგან დაიცვას და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრები გააძლიეროს.

როგორც გაზეთი Financial Times-ი წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე განაცხადებს.

გაზეთი წერს, რომ ეს ნაბიჯი ლონდონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობას გაართულებს.

სამინისტროს წყაროს ინფრომაციით, მაიკლ ფელონი მინისტრებს აცნობებს, რომ ბრიტანეთი ვალდებულებას იღებს დაიცვას აღმოსაველთ ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტი.

ბალტიის ქვეყნებში გაგზავნილი სამხედრო ნაწილები რეგულარულ სწავლებას გაივლიან ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შეიარაღებულ ძალებთან ერთად.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე