ჩინეთში შუშის ხიდი ტურისტების ფეხქვეშ გაიბზარა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 07.10.2015
ნანახია: 2479

ჩინეთში შუშის ხიდი, რომელიც ხენანის პროვინციაში უფსკრულის თავზე დედამიწიდან ერთი კილომეტრის სიმაღლეზეა აღმართული, ტურისტების ფეხქვეშ გაიბზარა. როგორც The Telegraphი- იტყობინება, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ ტურისტს ხიდზე ფოლადის ფინჯანი ჩაუვარდა.

თვიმხილველთა მტკიცებით, ვიბრაცია იგრძნეს და დაინახეს როგორ გაუჩნდა შუშას ბზარები.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, რადგან სამიდან მხოლოდ ერთი ფირფიტა დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ ხიდი დამთვალიერებლებისთვის დაიკეტა.

საფეხმავლო ხიდი ორ კანიონს აერთიანებს და მისი სიგრძე სამას მეტრს შეადგენს. ჩინეთში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი 20 სექტემბერს გაიხსნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე