სოფელ კალოთაში "კალოთობა" აღინიშა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 07.10.2015
ნანახია: 3386

წელს, უკვე მეორედ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთაში "კალოთობა" აღინიშა. "კალოთობა" სოფლის მცხოვრებლების გადაწყვეტილებით დაწესდა, რადგან ისედაც პატარა სოფლიდან მოსახლეობა საცხოვრებლად სხვადასხვა კუთხეში წავიდა და ერთმანეთს ვეღარ ხვდებოდნენ.

სხალთის მთავარექპისკოპოსის, სპირიდონის კურთხევით, ამ ეპარქიის მამებმა აკურთხეს სოფელი კალოთა და ზეთის კურთხევის საიდუმლო შეასრულეს.

3 ოქტომბერს აღნიშულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კალოთელები სოფელს ეწვივნენ. სიტყვით გამოვიდნენ სოფ. კალოთის უხუცესები, სასულიერო პირები, ხულოს რაიონის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და სოფლის მოზარდი ახალგაზრდები

კალოთის ეკლესია მდებარეობდა სხალთისწყლის ხეობაში სოფელ კალოთის ბოლოს, მაღალ ტერასაზე. აქაურები ამ ადგილს კალოს უწოდებდნენ. აქედან წარმოდგება თვით სოფლის სახელწოდებაც. სოფელი კალოთა აჭარის წყლის ხეობის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია. იგი უკვე უძველეს ეპოქებში ყოფილა დასახლებული. აღმოჩენილი ეკლესია დარბაზული ტიპის ყოფილა, დღეს იგი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. აღსანიშნავია, რომ ტაძარი 20 საუკუნის 40-50 წლებამდე, შემონახული ყოფილა და მიაკუთვნებენ 11-13 საუკუნეებს. არქეოლოგიური გათხერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა ქვის ფილები ქართული ასომთავრული წარწერებით. ერთ-ერთი მათგანი ჯვრის წინაშე ხელაპყრობილი ოსტატის გამოსახულებით, აჭარის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. ამავდროულად, ეკლესიის ეზოში აღმოჩნდა კოლექტიური ქრისტიანული სამარხები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე