ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში შვედი, ამერიკელი და თურქი მეცნიერები გახდნენ

საქართველო, თბილისი - 14:42 | 07.10.2015
ნანახია: 2036

2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიის დარგში შვედი ტომას ლინდალი, ამერიკელი პოლ მოდრიჩი და თურქი აზიზ სანკარი გახდნენ. მეცნიერებმა პრემია დნმ-ის რეპარაციის მექანიზმის კვლევისათვის მიიღეს.

მეცნიერებმა შეძლეს მოლეკულურ დონეზე ეჩვენებინათ როგორ აღადგენენ უჯრედები დაზიანებულ დნმ-ს და როგორ ინახავენ გენეტიკურ ინფორმაციას.

დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე