თურქეთისა და ბელგიის სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

საქართველო, თბილისი - 14:09 | 07.10.2015
ნანახია: 2043

ბრიუსელში თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს ბელგიისა და თურქეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ტელეკომპანია RTBF-ის ინფორმაციით, კონფლიქტი საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის შენობაში მოხდა.

ინციდენტის მიზეზი იმ შენობის უსაფრთხოების შემოწმება გახდა, სადაც თურქეთის ლიდერი სიტყვით უნდა გამოსულიყო.

ერდოღანის სპეცსამსახურებმა შენობის შემოწმება თავად გადაწყვიტეს, იმის მიუხედავად, რომ ეს მასპინძელი ქვეყნის მოვალეობა იყო. ბელგიელმა სპეცსამსახურების აგენტებმა თურქი კოლეგების ქმედება შეურაცხყოფად მიიღეს. ერდორანის დაცვის ერთ-ერთი წევრი თავის ბელგიელ კოლეგას ფიზიკურად გაუსწორდა.

ერდოღანი ბელგიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე