გაეროს გენერალური ასამბლეის ექს-პრეზიდენტი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:35 | 07.10.2015
ნანახია: 2115

გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიის ექს-პრეზიდენტი, ანტიგუასა და ბარბუდას ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (2013-2014 წ.წ.) ჯონ ეში ქრთამის აღების ბრალდებით აშშ-ის ხელისუფლებამ დააკავა.

Reuters-ის ინფორმაციით, ეშმა ჩინელ მსხვილ ბიზნესმენს 500 ათასი დოლარი გამოართვა, რის სანაცვლოდაც დიპლომატი მას ინვესტიციების მოზიდვასა და კონტრაქტების გაფორმებაში უნდა დახმარებოდა.

ჯონ ეში ასევე ეჭვმიტანილია 800 ათასი დოლარის აღებაში ჩინელი ბიზნესმენებისგან, რათა გაეროსა და ანტიგუას ხელმძღვნლობაში მათი ინტერესები დაეცვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე