პენტაგონი ავღანეთის არმიის სისუსტეს აღიარებს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 07.10.2015
ნანახია: 1964

ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდალმა გენერალმა ჯონ კემპბელმა ავღანური არმიის სამხედრო შესაძლებლობები არასათანადოდ შეაფასა.

როგორც ბი-ბი-სი იტყობინება, პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ავღანეთის არმია საკმარისად არ არის გაწვრთნილი და შეიარაღებული, ამიტომ მას თალიბებთან ეფექტური ბრძოლა არ შეუძლია.

კემპბელმა აშშ-ს პრეზიდენტს ბარაკ ობამას ავღანეთიდან ამერიკის კონტიგენტის გაყვანის გეგემის გადახედვისკენ მოუწოდა.

მიღებული სტრატეგიის მიხედვით 2016 წლის ბოლოსთვის ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობა ათი ათასიდან ათასამდე შემცირდება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე