ევროპელი ნეიროქირურგი დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში ქართველ ექიმებს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 11:53 | 07.10.2015
ნანახია: 1987

„სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ორგანიზებით საქართველოში ცნობილი გერმანელი ნეიროქირურგი, პროფესორი პეტერ შმიდეკი ჩამოვიდა. უცხოელი პროფესორი  დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალს ესტუმრება, სადაც ის  ქართველ ექიმებს შეხვდება.

პეტერ შმიდეკს ნეიროქირურგიული მიმართულებით ევროპისა და ამერიკის ცნობილ ჰოსპიტალებში 40 წლიანი გამოცდილება აქვს მიღებული. ვიზიტის ფარგლებში ის ქსელის ექიმებს  რთული ნეიროქირურგიული პაციენტების მართვაში ტრენინგებს ჩაუტარებს და გააცნობს ევროპაში აპრობირებულ, თანამედროვე მეთოდებს პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

უცხოელი პროფესორი საქართველოში რთულ ნეიროონკოლოგიური და ნეიროსისხლძარღვოვანი ოპერაციების ჩატარებასაც გეგმავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე