თინათინ ხიდაშელი ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველო, თბილისი - 11:44 | 07.10.2015
ნანახია: 2007

8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მინისტერიალზე დასასწრებად ბელგიის სამეფოში გამთენიისას გაემგზავრება. 
თინათინ ხიდაშელი ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პეტრ პაველს შეხვდება. მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის 28+1 ფორმატის სხდომაც.

ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ და ბულგარელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. თინათინ ხიდაშელი პოლონელ კოლეგასთან ტომაშ სემონიაკთან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გააფორმებს.

მინისტერიალზე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების განხილვის მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენები, სირიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ავღანეთში გართულებული უსაფრთხოების გარემო იქნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე