დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა ადგილობრივი არჩევნები მომავალი წლისთვის გადაიტანეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 07.10.2015
ნანახია: 1908

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა 18 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს დანიშნული ადგილობრივი არჩევნები 2016 წლისთვის გადაიტანეს. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ეს ”ხელს შეუწყობს დონბასში უკრაინის დაბრუნებას”.

არჩევნების გადატანის აუცილებლობაზე საუბარი იყო ”ნორმანდიული ოთხეულის” შეხვედრაზე პარიზში.

კიევი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში ადგილობრივი არჩევნების გამართვას მინსკის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევდა.

პეტრო პოროშენკო აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინისა და მისი პარტნიორების კოორდინირებული ქმედებების შედეგს უწოდებს . ”ეს პირდაპირი შედეგია უკრაინისა და მისი პარტნიორების კოორდინირებული ქმედებებისა ნიუ-იორკსა და პარიზში გამართულ მოლაპარაკებებზე”, - წერს Facebook-ის თავის გვერდზე პოროშენკო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე