იემენის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 06.10.2015
ნანახია: 1944

იემენის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა. CNN-ის ინფორმაციით, რეზიდენცია ყუმბარმტყორცნებიდან დაბომბეს.

დაღუპულებს შორის არიან გაერთიანებული საემიროების არმიის ჯარისკაცებიც. თავად პრემიერ-მინისტრი არ დაშავებულა.

მანამდე კი ტელეკომპანია  "ალ-არაბიამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სასტუმროში, სადაც მთავრობის მეთაური განთავსდა, ისმოდა აფეთქებების ხმა.

იემენში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე წელიწადია, გრძელდება. საერთაშორისო კოალიცია იემენის ტერიტორიას მარტიდან ბომბავს. ქვეყნის უმეტეს ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ. გაერო-ს მონაცემებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იემენში კონფლიქტის შედეგად 4 500-მდე ადამიანი დაიღუპა. აქედან 2 110 მშვიდობიანი მცხოვრებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე