„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა
საქართველო, თბილისი - 19:08 | 18.09.2024 ნანახია: 4192
საქართველოს საიალქნო კლუბმა იალქნიანი ნავების შეჯიბრს - „ვოლვო რეგატას“ უმასპინძლა. რეგატაში, რომელიც „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერითა და საქართველოს საიალქნო კლუბის ორგანიზებით გაიმართა, ქართველი პროფესიონალი აფროსნები მონაწილეობდნენ. შეჯიბრება იალქნიანი საკრეისერო ნავების რბოლაში მოეწყო და გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. შვედური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა უკვე ორი წელია, „საქართველოს საიალქნო კლუბისა“ და ქვეყანაში სპორტის ამ მიმართულების განვითარების აქტიური მხარდამჭერია.

სოფო კაკუშაძე, „ვოლვო ქარ საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი: „ვოლვო ქარ საქართველომ“ ორი წლის წინ ხელი მოაწერა საქართველოს საიალქნო კლუბთან პარტნიორობის მემორანდუმს. ამ პერიოდის განმავლობაში კლუბმა სხვადასხვა საერთაშორისო რეგატაში მიიღო მონაწილეობა. „ვოლვო ქარ საქართველო“ ყველა ეტაპზე მისი მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება „ვოლვო რეგატას“, ის საქართველოში პირველად გაიმართა. გლობალურად ვოლვო აქტიურად უჭერს მხარს ამ სპორტის განვითარებას და „ვოლვო რეგატა“ - Volvo Ocean Race - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული რეგატაა, რომელში მონაწილეობაც ყველა აფროსნის სურვილია.
„ვოლვო ქარ საქართველო“ იზიარებს ვოლვოს გლობალურ ღირებულებებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიმართულებით და ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში აფროსნობის განვითარებას. ჩვენ გვყავს დიდი ენთუზიაზმით გამორჩეული სპორტსმენები, „ვოლვო ქარსის” ჩართულობა კი მიზნად ისახავს ამ სპორტის მიმართ ინტერესის გაზრდასა და მეტი ადამიანის დაინტერესებას აფროსნობაში“.
ღონისძიების ფარგლებში, აფროსანთა კლუბში ოფიციალურად გაიხსნა ახალი საბავშვო სკოლა. სპორტსკოლა, რომელიც საიალქნო კლუბის ბაზაზე, საქართველოს საკრეისერო ნავების ასოციაციასთან ერთად გაიხსნა, მოსწავლეებს 8 წლის ასაკიდან მიიღებს. სკოლის გახსნის მიზანი ქვეყანაში აფროსნობის განვითარების ხელშეწყობა და ამ სპორტით ახალგაზრდების დაინტერესებაა. სკოლაში პერიოდულად ჩამოვლენ და წვრთნებს ჩაატარებენ საერთაშორისო ტრენერებიც.
კახა ნონიაშვილი, საქართველოს საიალქნო კლუბის დამფუძნებელი და დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველო“ კლუბის გახსნის დღიდან გვიჭერს მხარს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და მოხარულები ვართ, რომ „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ ერთად პირველი „ვოლვო რეგატა“ წარმატებით დასრულდა.
საქართველოში აფროსნობის მიმართ მოთხოვნა და ინტერესი თანდათან იზრდება. ვფიქრობ, ახალი საბავშვო სკოლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდებში ამ სპორტის პოპულარიზაციისთვის. ჩვენს ბაზაზე მოსწავლეებს გამოცდილი ინსტრუქტორები ასწავლიან, რომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე სისტემატურად იზრუნებენ საერთაშორისო ტრენერები. იმისთვის, რომ სპორტის ეს სახეობა განვითარდეს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, აფროსნობაში რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩავრთოთ“.
საქართველოს საიალქნო კლუბი 2022 წელს დაფუძნდა. კომპანიაში 8 კვალიფიციური მწვრთნელია დასაქმებული. კლუბის უახლოესი გეგმები საბავშვო სპორტსკოლის განვითარებას, სავარჯიშოდ მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანასა და აფროსნობით მეტი ადამიანის დაინტერესებას უკავშირდება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ვოლვოს“ უახლესი მოდელები. სტუმრებს მათი დათვალიერებისა და ტესტ-დრაივის გავლის შესაძლებლობაც ჰქონდათ.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. კომპანია მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.
პოლიტიკა
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
- ტრაგიკული მოვლენაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ამ აქტიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ - ირაკლი კობახიძე
- ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია - ნიკა გვარამია
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
სამართალი
- ალეკო ელისაშვილს სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
მსოფლიო
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
- უკრაინას ჩვენი არსენალებიდან უკვე გადავეცით ყველაფერი, რის გადაცემაც შეგვეძლო, ახლა საჭიროა, სხვა ქვეყნებმაც მეტი წვლილი შეიტანონ - ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
- Farizon საქართველოში - კომერციული ტრანსპორტი ბიზნესისთვის ფლობის 3-ჯერ შემცირებული ხარჯით
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















