Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
საქართველო, თბილისი - 17:20 | 19.09.2024 ნანახია: 49საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის World Medicine ჰოლდინგში შემავალი, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია On-Time logistics company-მ, „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus-ისგან MAN-ის ბრენდის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი შეიძინა. On-Time logistics company-ისა და Tegeta Truck & Bus-ს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატებული თანამშრომლობით დასრულდა. MAN-ის ბრენდთან ხანგრძლივი პარტნიორობა, პრემიუმ კლასის სატვირთო ტექნიკა, ძლიერი და საიმედო სერვისი - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომელთა გათვალისწინებითაც On-Time logistics company-მ არჩევანი სწორედ „თეგეტაზე” გააკეთა.
On-Time logistics company ახალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას თურქეთის ბაზრიდან მედიკამენტების იმპორტი წარმოადგენს. პროდუქტის ტრანსპორტირება თურქეთიდან საქართველოში და, საქართველოს გავლით, ცენტრალური აზიის მიმართულებით ხდება.
Tegeta Truck & Bus-თან პარტნიორობა ადასტურებს, რომ რეგიონში MAN-ის ყველაზე სანდო და უკონკურენტო პარტნიორი სწორედ „თეგეტაა”. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ MAN-ის პარტნიორობა 2006 წელს დაიწყო. ხარისხზე, ექსკლუზიურობაზე, კომფორტსა და სანდოობაზე დამყარებული 18-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „მთავარი კრიტერიუმი რატომაც საერთაშორისო კომპანიამ თანამშრომლობისთვის Tegeta Truck & Bus შეარჩია, არის სანდოობის მაღალი ხარისხი და გერმანულ ბრენდთან MAN-თან ხანგრძლივი პარტნიორობა. ჩვენ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად ვავითარებთ როგორც გაყიდვების, ისე - სერვისის ინფრასტრუქტურას. „თეგეტას“ სერვისცენტრები აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული ტექნოლოგიებით. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები საქართველოს ყველა რეგიონშია განთავსებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ავტომობილს ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებისას შესაძლოა შეექმნას, უმოკლეს ვადებში მოგვარდება. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული მექანიკოსები გვყავას, რომლებიც ყოველწლიურად MAN-ის შესაბამის ტრენინგებს გადიან“.
MAN-ის სატვირთო ავტომობილები აეწყო On-Time logistics company-ის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, MAN-ის კონფიგურატორში მანქანის სხვადასხვა მახასიათებელი დეტალურად განისაზღვრა. კომპანიის საქმიანობის გათვალისწინებით, დიზაინში უფრო მეტად თეთრი ფერი სჭარბობს. სატვირთოები აღჭურვილია, სტანდარტულთან შედარებით, მძლავრი ძრავებით, შეჯახების საწინააღმდეგო, ავტომატური დამუხრუჭების სისტემით. უმაღლესი კომპლექტაციის GX კაბინებით, რომლებიც მძღოლზე მორგებული დეტალებით არის დაკომპლექტებული.
On-Time logistics company-ისთვის გადაცემული თითოეული სატვირთო არის ეკოლოგიურად სუფთა, EURO 6 ემისიის ტიპის. ეს არის გარემოსდაცვითი სტანდარტების სისტემა, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებების გამოყოფის მოთხოვნებს არეგულირებს. EURO 6 ტექნიკით კომპანიას თავისუფლად შეუძლია ოპერირება ნებისმიერ ქვეყანაში. EURO 6-ის ნებისმიერი მანქანა აკმაყოფილებს ევროკავშირის უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით.
Tegeta Truck & Bus-ი საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია On-Time logistics company-სთან თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავს. მოლაპარაკებები დამატებით კიდევ 20 ერთეული სატვირთო ავტომობილის შესყიდვაზე მიმდინარეობს. პროცესში MAN-ი აქტიურად არის ჩართული.
--
საქართველოში გერმანულ ბრენდს „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
პოლიტიკა
- ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე - მამუკა ხაზარაძე
- ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე
- მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი
- მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
- მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
მსოფლიო
- ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა
- Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
- Geely, Mazda და Auto Gallery - „თეგეტას“ მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა