იემენის პრემიერ-მინისტრის დროებით რეზიდენციას ყუმბარმტყორცნები ესროლეს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 06.10.2015
ნანახია: 1978

ადენში მდებარე სასტუმროს, სადაც დროებით იმყოფებიან იემენის მთავრობის წევრები, ყუმბარმტყორცნები ესროლეს.

იემენის პრემიერ-მინისტრი ჰალედ ბახახი და მთავრობის რამდენიმე წევრი სასტუმრო ”ალ-კასრში” დროებით ცხოვრობენ, თუმცა თავდასხმის დროს იმყოფებოდნენ თუ არა ისინი სასტუმროში, უცნობია.

დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტელეკომპანია ”ალ-არაბიას” მონაცემებით, რაიონში, სადაც სასტუმროს შენობა მდებარეობს, თავდასხმის შემდეგ კიდევ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა.

იემენში შეირაღებული კონფლიქტი უკვე ერთი წელია გრძელდება. საერთაშორისო კოალიცია საუდის არაბეთთან ერთად იემენის ტერიტორიაზე ავიადარტყმებს ახორციელებს. კოალიციამ ავიაიერიშები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტმა ამბოხებულებმა ქვეყნის უდიდესი ნაწილი დაიკავეს და პრეზიდენტი მანსურ ჰადი გააძევეს. მანსურ ჰადი ერ-რიადში გაიქცა და ქვეყანაში მხოლოს სექტემბერში დაბრუნდა.

გაეროს მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად იემენში 5 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2110 მშვიდობიანი მცხოვრებია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე