ლევილის შატოს მამულისა და საქართველოსთვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 06.10.2015
ნანახია: 1889

ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილმა კომისიამ პარიზში, სხდომა გამართა. სხდომა საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. პარიტეტული კომისიის წევრები იყვნენ, ქართული მხარიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი,თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავაციშვილი, ხოლო, ფრანგული მხარიდან: ქართული კერას წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი დაეთერ ფაღავა. სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა განხილულ იქნა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი, მხარებმა განიხილეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები და შეთანხმდნენ, რომ დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასების საპროექტო სამუშაოების შემდეგ ლევილის საქართველოსთვის გადაცემა შეუქცრვადი პროცესი გახდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე