ბათუმში ინერტული მასალის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 15:00 | 05.10.2015
ნანახია: 1833

ბათუმში ინერტული მასალის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 916,63 კვ.მ შენობა-ნაგებობისა და მასზე მიმაგრებული 10 887 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 265 ათასი დოლარია, ხოლო აუქციონი 6 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული.

პირობების მიხედვით ინვესტორი ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე ინერტული მასალის გადამამუშავებელი საწარმოს ან/და სხვა სამრეწველო დანიშნულების ობიექტი (ქარხანა, ფაბრიკა, საამქრო, სახელოსნო) უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს. პროექტის განხორციელებისათვის კი ინვესტორმა მინიმუმ 0,8 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

საწარმოში საქართველოს მინიმუმ 10 მოქალაქის დასაქმებაც უნდა მოხდეს




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე