საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 10:38 | 05.10.2015
ნანახია: 1957

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა და ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრეს.

შს მინისტრმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე