WhatsApp-სა და Viber-ს რუსული კონკურენტი გამოუჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:17 | 21.09.2015
ნანახია: 2255

ნოვოსიბირსკში WhatsApp-ისა და Viber-ის ალტერნატივას შექმნეს ნოვოსიბირსკელმა პროგრამისტებმა უნიკალური მობილური აპლიკაცია შექმნეს, რომელიც სხვა უცხოურ მესინჯერებს ჩაანაცვლებს.

„კუკუ-აუ“-ს (რუსულად Куку-Ау) შემქნელებს იმედი აქვთ, რომ ის აქტიურ კონკურენციას გაუწევს WhatsApp-სა და Viber-ს. ამ დროისათვის ახალი მესინჯერით მხოლოდ სმს-ისა და ფოტოს გაგზავნაა შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ მას ახალი ფუნქციები დაემატება. უკვე ცნობილია, რომ ახალი მესინჯერი ყველა ტიპის სმარტფონისათვის იქნება ხელმისაწვდომი. Куку-Ау-ს ჩამოტვირთვა ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე