ბათუმში შენობა ჩამოინგრა - დაშავებულია ერთი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 08:41 | 05.10.2015
ნანახია: 1959

ერთი ადამიანი დაშავდა ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად. შემთხვევა ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე მოხდა.

ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, მშენებარე შენობის ჩამონგრეული აივანი დაეცა. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობა ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა და შენობის ჩამონგრევის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

რაც შეეხება დაშავებულს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე