„მოქალაქე“ ბოდიშს იხდის

საქართველო, თბილისი - 15:01 | 03.10.2015
ნანახია: 1938

„მოქალაქე“ ბოდიშს იხდის. როგორც „მოქალაქის“ „ფესიბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებით ირკვევა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ნარუშილოვკების გამო შემქნილი უხერხულობის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ნებისმიერი უკანონო პრივილეგიის გამოყენება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხდებოდეს ეს. ამგვარი რამ დაუშვებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და უკიდურესად სამარცხვინო საქციელია, როგორც პრივილეგიის გამომყენებლის, ისე პრივილეგიის მიმნიჭებლის მხრიდან. ვინმეს ნათესაობა არ შეიძლება რაიმე პრივილეგიას წარმოადგენდეს, ისევე როგორც, პრივილეგია არ შეიძლება იყოს ვინმეს ნათესავებთან მეგობრობა და თუ რომელიმე სახელმწიფო მოხელე მლიქვნელობისა თუ რაიმე სხვა მიზეზით კანონის გვერდის ავლას შეეცდება, საზოგადოებამ მას მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი.მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, თუ ამ მხრივ, თუნდაც ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაიმე უხერხულობა შეიქმნა“, აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე