ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 11:14 | 03.10.2015 ნანახია: 1862საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა.
შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების კუთხით შედეგიანი ურთიერთთანამშომლობის მნიშვნელობა.
მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.
ვახტანგ გომელაურმა და ზექი ლევენთ გუმრუგჩუმ ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე.
„შეხვედრა მოკლე უნდა ყოფილიყო. ჩემი სურვილი იყო, რომ მიმელოცა ბატონი გომელაურისთვის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ როგორც ხედავთ შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა. ეს არის იმ არაჩვეულებრივი დახვედრის შედეგი, რომელიც ჩვენ აქ ვნახეთ. მე მანამდეც ვიცნობდი ბატონ ვახტანგს, როდესაც ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მქონდა მასთან შეხვედრის საშუალება. ის შეხვედრაც არაჩვეულებრივი იყო და დღევანდელი შეხვედრის დროსაც ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საკითხი რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან, მტკივნეულია ჩვენთვისაც. ჩვენ გვაქვს საერთო საფრთხე, საერთო პრობლემები და ამიტომ ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც მოვისმინე მისი ხედვები ზოგადად რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ეს ძალიან საინტერესო შეფასებები იყო. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. დაიგეგმება როგორც უმაღლესი რანგის შეხვედრები, ასევე შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შორის გაიმართება შეხვედრები და ისინი ყოველთვიურად აქტიურ რეჟიმში განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.
პოლიტიკა
- ხელმოწერისთვის მზად ვიყავით, შეიძლება ესე ჩათვალეს ამ ეტაპზე - მამუკა ხაზარაძე
- ყველაფერ ქართულს ვინც ეძახის რუსულს ან "ნაცია", ან მათგან დაბულინგებული, ან მათი პროპაგანდის მსხვერპლი - მამუკა მდინარაძე
- მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს - სალომე ზურაბიშვილი
- მმართველი პარტია დასუსტებულია, გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ - სალომე ზურაბიშვილი
სამართალი
- კესარია აბრამიძე მოკლეს
- მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს
- ქარელში 28 წლის კაცს ხელები თოკით შეუკრეს და გაგუდეს- დაკავებულია 2 პირი
- მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
მსოფლიო
- ნატო-ს თვითმფრინავებმა ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონები უნდა ჩამოაგდონ - ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი
- აშშ ერაყიდან ჯარების გაყვანას 2026 წლის ბოლომდე გეგმავს - Reuters
- კურსკის ოლქში უკრაინის ძალები 93 დასახლებას აკონტროლებენ - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინას აქვს უფლება გამოიყენოს კანადური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე - კანადის თავდაცვის სამინისტრო
კონფლიქტები
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus-მა საერთაშორისო კომპანია „ონთაიმ ლოჯისტიკს“ MAN-ის 15 ერთეული სატვირთო ავტომობილი გადასცა
- „ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად „ვოლვო რეგატა“ გაიმართა
- Tegeta Construction Equipment ამერიკული ბრენდი REINKE-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
- Geely, Mazda და Auto Gallery - „თეგეტას“ მულტიბრენდული შოურუმი ოფიციალურად გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს
- გურამ თუშიშვილმა მეოთხედფინალში ტედი რინერთან დამარცხების შემდეგ დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობიდან მოიხსნა