„კოხტა მთასთან“ მისასვლელ გზაზე ორმხრივი მოძრაობა უკვე შესაძლებელია

საქართველო, თბილისი - 11:11 | 03.10.2015
ნანახია: 1837

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ დაბა ბაკურიანში „კოხტა მთასთან“ მისასვლელი საავტომობილო გზის სამუშაოები დაასრულა. კილომეტრისა და 100 მეტრი სიგრძის გზა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებისთვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი და „კოხტა მთასთან“ მისასვლელი გზაა. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ობიექტების მშენებლობაც.

პროექტის ფარგლებში მოხდა „კოხტა მთასთან“ მისასვლელი საავტომობილო გზის გაფართოება   და მოწესრიგება. სივიწროვის გამო, ძველ გზაზე ორმხრივი მოძრაობა შეუძლებელი იყო, რაც გადაადგილების მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, გზაზე მრავლად იყო ორმოები. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზა გაფართოვდა, მოსწორდა და მოიხრეშა, ამოივსო ორმოები, მოწესრიდა ჭები.

ახალი გზა, არამარტო დაბისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს მოუხსნის გადაადგილების პერობლემას, არამედ ხელს შეუწყობს „კოხტა მთაზე“ მიმდინარე ახალი საბაგიროს, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რაც მხარის ტურისტულ პოტენცილს გაზრდის.

პროექტის ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ „კოხტა მთასთან“ მიმსასვლელი გზა დაგეგმილზე ადრე, 3 კვირის ვადაში გააფართოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე