კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა

საქართველო, თბილისი - 16:10 | 02.10.2015
ნანახია: 1809

სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 1 ოქტომბრის 16:20 სთ-დან კახეთის რეგიონში საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის რაიონებში, ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით სეტყვასაშიში ღრუბლის მასები შემოვიდა.

16:40 საათისთვის სეტყვის ალბათობამ 80 %-ს მიაღწია, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა კი 10-20 მმ იყო.

 პროცესის გასანეიტრალებლად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 16:50 საათიდან 17:05 საათამდე ღრუბლის სარაკეტო დამუშავება ოთხ ეტაპად განხორციელდა. გასროლილ იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად სეტყვასაშიში ღრუბლების უდიდესი ნაწილი ადგილზე ჩამოიცალა წვიმის და უწვრილესი უვნებელი სეტყვის მარცვლების სახით.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე