იან კელი: აშშ მხარს უჭერს მედიის დამოუკიდებლობასა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას

საქართველო, თბილისი - 14:49 | 02.10.2015
ნანახია: 1819

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განაცხადა.  
„იცით ალბათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, იყოს პლურალისტული მედიაგერმო. ჩვენ არ გვსურს ვიხილოთ პლურალური მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ თვალყურის დევნებას განვაგრძობთ“, - განაცხადა ელჩმა. 

მისივე თქმით, ის საქართველოში ორი კვირაა, რაც იმყოფება და ამ პერიოდის განმავლობაში, ჰქონდა შეხვედრები მინისტრებთან, რომლებსაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზეც ესაუბრა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე